Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/baqo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
ბაქოში მატჩის შემდეგ ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტები დააკავეს
ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი სანდრო გოჩაშვილი და ოპერატორი გიორგი ცხელიშვილი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სანდრო გოჩაშვილმა განუცხადა, ოპერატორს აზერბაიჯანელი სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქართველი ჟურნალისტები ერთ-ერთ განყოფილებაში ნახევარი საათის განმავლობაში ჰყავდათ გადაყვანილი. "ჩვენ, როდესაც თამაში დამთავრდა, მე და ჩემი ოპერატორი გამოვედით სტადიონის გარეთ, სადაც გვინდოდა, რომ ქართველი გულშემატკივრები ჩაგვეწერა. ამ დროს დავინახეთ, რომ მათ აზერბაიჯანელი სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ართმევდნენ დროშებს და ტენიდნენ პოლიციის დიდ ავტობუსში. როდესაც ჩვენ ამ კადრებს ვიღებდით ერთ-ერთმა პოლიციელმა გასცა ბრძანება ჩვენი დაკავების, მოცვივდნენ, ჩაგვტენეს მანქანაში, ჩემს ოპერატორს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. წაგვართვეს კამერა და წაგვიყვანეს განყოფილებაში. იქ კი გვეკითხებოდნენ მხოლოდ ერთ რამეს, ვინ ყვიროდა "არმენიას". ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, პასუხი არ გვქონდა და იქით ვეკითხებოდით თუ რატო დაგვაკავეს და რატომ დააკავეს ქართველი გულშემატკივარი. ჩვენს დაკავებაზე მათ პასუხი არ ქონდათ და გულშემატკივრებზე ამბობდნენ, რომ "არმენიას" ყვიროდნენ და ხო იცით, რომ ჩვენ ამას ვერ ავიტანდითო. განყოფილებაში დაახლოებით ნახევარი საათი დავყავით", - განაცხადა გოჩაშვილმა. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მათ ყველა მასალა წაუშალეს, რაც სტადიონის გარეთ ჰქონდათ გადაღებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.