გოგა ხაინდრავა სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას განცხადებას, ბადრი პატარკაციშვილის მიერ ხაინდრავას მკვლელობის დაკვეთის თაობაზე, შიზოფრენიად აფასებს.
"ეს არის შიზოფრენია, ავადმყოფობა. დიდი ხანია ვამბობ, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ბოკერია, კოდუა არინ შიზოფრენიით დაავადებული ხალხი. ეს ავადმყოფობა უკვე ისეთ ხარისხში გადავიდა, თვითონ აღარ იციან უკვე რას აკეთებენ. კოდუას იმ ცუდი ოფიციანტივით მოუვიდა, დაკვეთები რომ ერევა ხოლმე – როგორც ჩანს ჩემი მკვლელობა სააკაშვილმა და მერაბიშვილმა დაუკვეთეს და პატარკაციშვილს გადააბრალა", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
კოდუას თქმით, ბადრი პატარკაციშვილის სურვილი იყო, მისი გარემოცვიდან ოთხი ადამიანი მომკვდარიყო. მან ამ კონტექსტში გოგა ხაინდარავა დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები