ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს.
ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სინოდის მღვდელთმთავრებთან ერთად აღავლენს.
2 აგვისტო პატრიარქის ანგელოზის დღეა. მართლამადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს, წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენებას აღნიშნავს.
სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება თბილისის მერი დავით ნარმანია. როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, დღეს დიდი, ლამაზი დღეა და სამების ტაძარში მივიდა, რათა უწმინდესს და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მოიულოცოს.
"დარმწუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უფალი ინებებს, როგორც ეს ქართველ ხალხს გვინდა. გადმოხედავს უფალი ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყანა იქნება ძლიერი და ერთიანი", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები