შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტყევეები ამ დრომდე რჩებიან და განმეორებითი ხანძრის თავიდან აცილების მიზნით ფართობს დეტალურად ათვალიერებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, შიო მღვიმის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე ხანძარი 4 ჰა ტყის მასივს გაუჩნდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის თანამშრომლებმა, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ხანძრის საბოლოო ლოკალიზება ღამის 2 საათიისთვის მოახერხეს.
"ვინაიდან ადგილი რთულად მისასვლელია. მეტყევეები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან და საბოლოო ლიკვიდაციისა და განმეორებითი ხანძრის თავიდან აცილების მიზნით ფართობს დეტალურად ათვალიერებენ. ხანძრის კერა სატყეო ფონდის ტერიტორიაზე მეტყევეებმა დაახლოებით, საღამოს 18:00 სთ-სთვის შენიშნეს",-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები