თბილისის მთავრობაში არ იქნება არც ერთი ძველი სახე, - ამის შესახებ დედაქალის მერმა დავით ნარმანიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის მთავრობა იქნება აბსოლუტურად განახლებული, კონკრეტული სახელები და გვარები კი 12:00 საათზე გახდება ცნობილი.
"12:00 საათზე მივალ თბილისის მერიაში საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მოხდება ძირითადი განაცხადის გაკეთება. გარდა ამისა, გავაკეთებ განაცხადს გუნდთან დაკავშირებით. წარმოდგენილი იქნებიან მერის მოადგილეები, გამგებლები და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები. ეს შემადგენლობა წარედგინება თბილისის საკრებულოს, რათა მომდევნო კვირას მოხდეს თბილისის მთავრობის დამტკიცება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები