Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/gela-charkviani1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/gela-charkviani1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/gela-charkviani1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/gela-charkviani1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
გელა ჩარკვიანი - კოდუა-პატარკაციშვილის საუბრის ჩანაწერის ჩამოტანაში დახმარება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მთხოვა
დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გელა ჩარკვიანის განცხადებით, კოდუა-პატარკაციშვილის საუბრის ჩანაწერის საქართველოში ჩამოტანაში დახმარება მას მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სთხოვა. როგორც ჩარკვიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, მისთვის მასალის შინაარსობრივი ნაწილი უცნობი იყო და პრემიერისგან მხოლოდ ის იცოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია" მოიპოვა. "სახლში დამირეკეს და მთხოვეს, მივსულიყავი საელჩოში, რადგან სპეცკავშირით დამკავშირდებოდნენ. როცა იქ მივედი, დამიკავშირდა პრემიერ-მინისტრი. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეეძლო, ჩემთვის რაღაც დავალება მოეცა, ამიტომ, როგორც ჩანს, მათ სთხოვეს პრემიერს, რომელსაც, ბუნებრივია, შეეძლო ჩემთვის დაევალებინა. ითქვა შემდეგი – შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიპოვა ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას და რასაკვირველია, მათაც შეუძლიათ ეს გადმოიტანონ საზღვარზე, მაგრამ ჯობია, დაზღვეულები ვიყოთ და ამაში თქვენი იმუნიტეტი და ელჩის წონა გამოგვადგება, ამიტომ იქნებ თქვენ ჩამოიტანოთ ეს ინფორმაციაო. აეროპორტში შემხვდა ის და გადმომცა პატარა საგანი. ვუთხარი, შევხვდეთ, როცა გავივლი კონტროლსთქო და არა, აქედან ვერ წავალ, თქვენთან უნდა ვიდგეო. მე გავიფიქრე, მეც არ მენდობათქო, მაგრამ სწორი იყო – ოპერატიულმა მუშაკმა ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიზღვიოს თავი. ის ჩემს ახლომახლო იდგა. მე გავიარე კონტროლი და ამის მერე გადავეცი ისევ პატარა საგანი", - განაცხადა გელა ჩარკვიანმა, რომელმაც აეროპორტში ერეკლე კოდუასთან შეხვედრა გაიხსენა. სოდ-ის ყოფილმა უფროსმა, ერეკლე კოდუამ გუშინ, "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი და პატარკაციშვილის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერი თბილისამდე დიდ ბრიტანეთში საქართველოს მაშინდელი ელჩის მონაწილებით ჩამოიტანა. კერძოდ, ლონდონში ნახა ელჩი, რომელიც თბილისიდან იყო გაფრთხილებული, რომ მას შეხვდებოდა, მისცემდა ტელეფონის ყუთს, სადაც ტელეფონის სატენი იყო და ის თბილისში უნდა ჩაეტანა. იმ პერიოდსთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.