სასულიერო პირების ორგანიზებით 14 აგვისტოს ანაკლიაში "კაზანტიპის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართება, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა მამა ანთიმოზმა განაცხადა.
მისი თქმით, აქცია მშვიდობიანი იქნება და მის ჩასატარებლად ეკლესია და მრევლი უკვე ემზადება.
"14 აგვისტოს ანაკლიაში დაგეგმილია დიდი აქცია. ხალხმა არ იცის "კაზანტიპი რას ნიშნავს. მეც უბრალო გართობა მეგონა და სერიოზულად ჩავიხედე, სერიოზულად წავიკითხე კონსტიტუცია, ვნახე კადრები და გავვოცდი. ეს არის აბსოლუტურად ყველაფრის თავისუფლება, ნარკოტიკის, სექსის, პორნოგრაფიის თავისუფლება. თავიანთი კონსტიტუცია და წესები აქვთ, თავიანთი პრეზიდენტი ჰყავთ, რომელიც იძახის, რომ ჯადოქარი ვარო. ეს არის მსხვერპლშეწირვა. ამბობენ, რომ ნარკოტიკი და სექსი არ იქნებაო. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ეშმაკზე მსხვერპლშეწირვა", - აღნიშნა მამა ანთიმოზმა.
არქიმანდრიტ ანთიმოზის შეფასებით, რაც მოხდა 17 მაისს და რაც ხდება კაზანტიპზე, ეს არის თავსმოხვეული იდეოლოგია საქართველოს მიმართ.
ანაკლიაში "კაზანტიპის" ღონისძიება 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები