აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ერთმანეთს 8 ან 9 აგვისტოს სოჭში შეხვდებიან. სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა განაცხადა .
"პრეზიდენტების შეხვედრა სოჭში 8 ან 9 აგვისტოს გაიმართება. ვიმედოვნებთ, შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები იქნება მიღწეული", - აღნიშნა აბრამიანმა.
ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის შეხვედრის მთავარი თემა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია იქნება.
მასალის გამოყენების პირობები