ბათუმში დღეს, "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მხარდასაჭერად და ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ჩავა.
"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ინფორმაციით, მსახიობი ბათუმს 16.00 საათზე ეწვევა. დღესვე, 19.00 საათზე, ბათუმის სასტუმრო "შერატონში" პრესკონფერენცია გაიმართება, მოგვიანებით კი სასტუმრო "ინტურისტში" საქველმოქმედო ვახშამი იგეგმება.
ფონდის ინფორმაციით, შემოსული თანხა "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ანგარიშზე ჩაირიცხება.
მასალის გამოყენების პირობები