ნატო-ს მრავალრიცხოვანი ინფორმაცია აქვს, რომელიც მიუთითებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში დამნაშავე სეპარატისტები არიან. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ფრანგული გამოცემა Midi Libre-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ეს სამხედრო დანაშაულია. ჩვენ გვაქვს უამრავი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ბოინგის ჩამოგდებაში დამნაშავე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები არიან", - განუცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა ფრანგულ გამოცემას.
ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ფაქტების დადგენის მიზნით, ის მხარს უჭერს სრული და დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას.
მასალის გამოყენების პირობები