გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ევროპულ კულტურათა მუზეუმში, გერმანიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით აფხაზური კულტურის საღამო ჩატარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი სტუმარი ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა გაგრა“ იყო.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ბერლინში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის ბერლინში მცხოვრები აფხაზებიც ესწრებოდნენ. საღამო ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართა.
ქართული კულტურის დღეები ბერლინში საზეიმოდ 31 ივლისს გაიხსნა და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები