რუსეთი დამნაშავეა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიაშია ნათქვამი, რომელიც The Financial Times-ში გამოქვეყნდა.
"კომუნიზმის დაშლიდან მოყოლებული, ნატო-ს ძალისხმევა არ დაუშურებია, ურთიერთობები დაემყარებინა მოსკოვთან მისთვის იმაზე მეტი თანამშრომლობის შეთავაზებით, ვიდრე ნატო-ს რომელიმე არა წევრი ქვეყნისთვის. რუსეთმა კი კანონების უგულებელყოფით, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებითა და სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევით უპასუხა", - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიაში.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი ბოინგის ტრაგიკულ ჩამოვარდნაში დაკავშირებული არიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები.
მასალის გამოყენების პირობები