თეირანში, აეროპორტ "მეჰრაბადის" მახლობლად დღეს დილით, ადგილობრივი დროით 09:18 სთ-ზე, მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, სულ ცოტა 40 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ სააგენტო "ფრანც პრესი" იტყობინება. თაბან Taban Airlines-ის თვითმფრინავი "ირან-141", თეირანიდან ირანის ქალაქ ტაბასში მიფრინავდა.
თვითმხილველთა თქმით, თვითმფრინავი აფრენიდან ხუთ წუთში ჩამოვარდა.
დასავლეთის მხრიდან ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციების გამო, რითაც საერთაშორისო კომპანიებს აკრძალული აქვთ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თვითმფრინავები და მისი ნაწილები შიტანონ, თავად აწყობენ საჰაერო ხომალდებს.
2000 წელს ირანმა უკრაინისაგან შეიძინა თვითფრინავის "ან-140" წარმოების ლიცენზია, რომლის ბაზაზე 2003 წელს ირანმა საკუთარი თვითმფრინავი "ირან-140" შექმნა, რომელიც 52 მგზავრზეა გათვლილი. გასულ წელს კი ირანმა შიდა ფრენებისთვის "ირან -141" ააწყო.
მასალის გამოყენების პირობები