Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/kaxaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
საია - პროკურატურას პრეზიდენტთან მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით სახელმწიფო ინტერესის დაზიანება არ მოუხდენია
პროკურატურას პრეზიდენტთან მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით სახელმწიფო ინტერესის დაზიანება არ მოუხდენია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ განუცხადა. "შინაარსობრივი თვალსაზრისით, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას არ ჰქონია ადგილი, აქ დანაშაულის შემადგენლობა არ გვაქვს. გამოძიება შესაძლოა სამართალდამცავმა ორგანომ დაიწყოს, განსაზღვროს ეს რამდენად იყო სახელმწიფო ინტერესების დაზიანება და მერე შეწყვიტოს, მაგრამ ეს ფორმალური მხარეა", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ. მისი თქმით, საია-ს თავდაპირველი შეფასებისას, პრეზიდენტის პირველ განცხადებაში ნათლად არ იყო ხაზგასმული, რა ინფორმაციის გასაჯაროებაზე იყო საუბარი. "პროკურატურას რომ თვითონ ჰქონდა მინიჭებული თავისივე წერილისთვის გრიფი, ეს არავის ჰქონდა ნათქვამი და ჩვენც გავაკეთეთ ის კომენტარი, რაც გავაკეთეთ. ეს ალბათ განპირობებულია არაკოორდინირებულობით და კომუნიკაციის ნაკლებობით, რაც სამწუხაროა და მეტი კომუნიკაცია მოეთხოვებათ, რადგან გარე თვალისთვის და განსაკუთრებულად დიპლომატიური კორპუსისთვის, რომლებიც ამ პროცესს თვალს ადევნებენ, უხერხული დასანახი იქნება ამ საკითხზე ასეთი განცხადებები", - განაცხადა კოჟორიძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.