თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ტარდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.
არჩევნებში ასევე მონაწილეობს ოპოზიციური პარტიების – "სახალხო- რესპუბლიკური პარტია" და "ნაციონალური მოქმედების პარტია" – ერთიანი კანდიდატი ექმელედინ იხსანოღლუ და პროქურთული "სახალხო-დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი სელაჰატინ დემირტაში.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის სამიდან ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული არ გამოიკვეთა, მეორე ტური 24 აგვისტოს გაიმართება.
თურქეთში პრეზიდენტს აქამდე პარლამენტი ირჩევდა.
მასალის გამოყენების პირობები