შიდა ქართლში ხანგრძლივი წვიმის შედეგად წუხელ მოვარდნილმა ღვარცოფმა ხაშურის რაიონი დააზარალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, პრობლემები განსაკუთრებით ქვიშხეთში შეიქმნა , სადაც ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლები დატბორა. ქვა-ღორღის შედეგად ჩახერგილია გზებიც.
ქვაშხეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დამსვენებლებიც იმყოფებიან. მათ დახმარებას ამ წუთებში მაშველები ცდილობენ.
მასალის გამოყენების პირობები