ბაღებისა და სკოლების შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტო უმაღლესი სასწავლებლების კვების ბლოკების შემოწმებასაც იწყებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის მწარმოებელ და სადისტრიბუციო ობიექტებზე, მათ შორის საბავშვო ბაღების სასადილოებსა და სკოლების ბუფეტებში გეგმიურ და არაგეგმიურ შემოწმებას ატარებს.
სააგენტომ 2014 წელს 307 საბავშვო ბაღისა და 347 სკოლის ბუფეტში ინსპექტირება უკვე განხორციელა. უახლოეს მომავალში კი კიდევ 204 ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.
როგორც ,,კომერსანტს’’ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, საზაფხულო არდადეგების გამო სკოლებისა და ბაღების შემოწმება დროებით შეწყდა და პროცესი სექტემბერში განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები