გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაში იარაღის, სამხედროებისა და მრჩევლების გაგზავნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"კანცლერმა სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს ყველა ბერკეტი გამოიყენოს უკრაინაში შექმნილი ვითარების დეესკალაციისთვის", - ნათქვამია ანგელა მერკელის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავის მხრივ, კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა ანგელა მერკელს განუცხადა, რომ რუსეთი მჭიდროდ თანამშრომლობს "წითელ ჯვართან", რათა დახმარება აღმოუჩინოს კონფლიქტის მცხოვრებლებს.
უკრაინული მედიის ცნობით, გუშინ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯავშანტექნიკა შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები