შემდეგი 10 დღის განმავლობაში საქართველოში უნალექო და ცხელი ამინდები იქნება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მთავარმა სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი აქვს სამხრეთ დ სამხრეთ დასავლეთის მიმართულებებიდან მშრალი და ცხელი ჰაერის მასების გადაადგილებას, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხელ და უნალექო ამინდს განაპირობებს.
"უახლოესი 10 დღის განმავლობაში არსებული სინოპტიკური სიტუაცია შენარჩუნდება. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, დაცხება. ცალკეულ ადგილებში შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბოს. ეს უკვე დაფიქსირდა ზუგდიდში, ზესტაფონსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში", - დასძინა ნონა ელისაშვილმა.
მისივე განმარტებით, სანაპირო ზოლში ზღვის გავლენის გამო ჰაერის ტემპერატურა 30-35 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები