ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ყირიმ-კონგოს ცხელებასთან დაკავშირებით ეპიდაფეთქების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
ყირიმ-კონგოს დაავადების გავრცელება საქართველოში რამდენიმე ათეული წელია შეინიშნება. 2009 წლიდან დღემდე 40-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან, 3 პაციენტი გარდაიცვალა. "ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, არაა ეპიდაფეთქება, ამ რაოდენობის შემთხვევები მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყო. ეპიდემიოლოგიური საშიშროება ამ ეტაპზე ცალსახად არ არსებობს"', - განუცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ინფექციით ძირითადად ინფიცირდებიან მეცხოველეობის სფეროს თანამშრომლები და ისინი ვინც საქონლის ხორცის დამუშავებითაა დაკავებული. "მარტივი პრევენციაა რეზინის ხელთათმანების გამოყენება, რაც ინფექციის შემაკავებელი ეფექტური ფაქტორია", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები