მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას სასამართლოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.
საგამოძიებო ორგანოს პროცედურის განსახორციელებლად კონკრეტული ვადები არ აქვს, რადგან ბრალდებული დაკავებული არ არის.
ასევე, ჯერ უცნობია, მიმართა თუ არა პროკურატურამ ინტერპოლის ქართულ ბიუროს ექსპრეზიდენტზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნით.
შეგახსენებთ, რომ დადგენილება მიხეილ სააკაშვილის შიდა ძებნის გამოცხადების თაობაზე უკვე ძალაშია.
მასალის გამოყენების პირობები