Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/08/mzad8.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
სამაჩაბლოში დაღუპული ზაზა დამენიას ოჯახი ხელისუფლებას მიმართავს
ოზურგეთში, სამაჩაბლოში გმირულად დაღუპული ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 10 წელი აღნიშნეს. მის საფლავთან ოჯახის წევრები , ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ზაზა დამენიას დედა ციური წერეთელი  ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს. "ყველას ვთხოვ, რომ ამ საკითხს მიაქციონ ყურადღება. როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მინიჭებული გმირის წოდება, იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული და მის მშობელს მარჩენალდაკარგულის სტატუსი ჰქონდეს? ახლა მეუბნებიან, რომ ეს საკითხი აუცილებლად მოგვარდებაო და ვნახოთ, რა იქნება", - განაცხადა ციური წერეთელმა. ზაზა დამენიას საფლავთან იმყოფებოდნენ მისი მეუღლე ხათუნა ხუხუნაიშვილი და შვილი გიორგი დამენია. "10 წელი გავიდა ზაზას დაღუპვიდან. ძალიან გვიჭირს ზაზას გარეშე. ყოველთვის მიმძიმს მისი გახსენება და ძალიან მენატრება", - განაცხადა ხათუნა ხუხუნაიშვილმა. ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. 16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, შეტევა განხორციელდა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა დამენია გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით, ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა "სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.