Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/1340313204_globalis.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/1340313204_globalis.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/1340313204_globalis.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/1340313204_globalis.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
"მაესტრო", "კავკასია" და "მეცხრე არხი" საკაბელო ტელევიზიებს მოუწოდებენ, მაუწყებლობა "მასთ ქერის" ამოწურვის შემდეგაც დატოვონ
ტელეკომპანიები "მაესტრო", "კავკასია" და "მეცხრე არხი" საკაბელო ტელევიზიებს მოუწოდებენ, რომ მათი არხები ჩართული დატოვონ უსასყიდლოდ "მასთ ქერის" პრინციპის ამოწურვის შემდეგაც. როგორც "ინტერპრესნიუსის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრმა და გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, საარჩევნო წელი საქართველოში არ სრულდება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებით და მომდევნო წელს დაგეგმილია საპრეზიდენტო არჩევნებიც."სწორედ ამიტომ, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და პოტენციურ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის, საჭიროა მათ ხელი მიუწვდებოდეთ ალტერნატიულ ინფორმაციაზე. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, "მასთ ქერის" ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩამოთვლილი არხები ერთი წლის განმავლობაში დარჩეს თქვენს საკაბელო პაკეტში და არ დაწესდეს მათზე შეზღუდვა. თქვენს მიმართ რაიმე სახის ზეწოლის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რათა ჩვენ მოვახდინოთ რეაგირება და საქმის კურსში ჩავაყენოთ საერთაშორისო ორგანიზაციები. გარდა ამისა, თუ მოცემულ მომენტში, თქვენს მიმართ ხორციელდება რაიმე სახის ზეწოლა, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტული ფაქტების შესახებ", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
"მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა, ბაჩო კიკაბიძემ განაცხადა, რომ რეგიონის საკაბელოებზე ხორციელდება ზეწოლა და არის მოთხოვნები ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან, ხარვეზებით გაუშვან აღნიშნული არხები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია "მასთ ქერის" გაგრძელება, რადგან საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიეწოდოს ინფორმაცია თუ როგორ გაშუქდა არჩევნები. "მე ვთხოვ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ამისთვის ბრძოლა გააგრძელონ", - აღნიშნა კიკაბიძემ. "მე-9 არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თამარ რუხაძის განცხადებით კი, "მასთ ქერის" გაგრძელებისთვის პირველ რიგში თავად მაყურებლის ჩართულობაა აუცილებელი. "პირველ რიგში მაყურებელმა უნდა მოსთხოვოს საკუთარ საკაბელო ოპერატორს, რომ ეს არხები დარჩეს მათ საკაბელო ქსელში არჩევნების შემდედაც. იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების ჩართულობა იქნება ადეკვატური", - აღნიშნა რუხაძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.