საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
როგორც სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები - "სააკაშვილი მწამებელი".
ისინი პრეზიდენტის გაერო-ს ოფისთან მისვლას შეძახილებით შეხვდნენ.
შეგახსნებთ საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ანსამბლეის რიგით 67-ე სესიას ესწრება.
მასალის გამოყენების პირობები