საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილის ვენსან ფლორეანის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს, ნათქვამია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტო გაოცებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც საფრანგეთში მიმდინარე საგამოძიებო საქმის საიდუმლოს წარმოადგენს.
"ჩვენ გაოცებულნი ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთში მიმდინარე ერთი საქმის საგამოძიებო საიდუმლოს წარმოადგენს და ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს შორის შესაძლო გარიგებას ეხება. საფრანგეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებართვა არავითარ შემთხვევაში არ გაუცია, რისი უფლებაც, სხვათა შორის, მას არ გააჩნია. წინასაარჩევნო მგრძნობიარე კონტექსტში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში წამების შემთხვევების მხილებამ კიდევ უფრო დაძაბა, ძიებაში მყოფი ნებისმიერი საქმის გამოყენებას შეუძლია, არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს. საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებს, ყველაფერი იღონოს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები