Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/sshot6qfq.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/sshot6qfq.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/sshot6qfq.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/sshot6qfq.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის განცახდებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სასულიერო სემინარია-აკადემიისა და სხვა სასწავლებლების სტუდენტებთან გუშინდელი შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. "ამბობენ, რომ იმართლებენ თავს ვინც ამას აკეთებს, ვინც სტანჯავს, ვინც აწამებს, რომ ისინი მკვლელები არიან, ისინი ცუდის გამკეთებლები არიან. მე არაერთხელ გავაფრთხილე ქალბატონი კალმახელიძე, რომ დედობა გაუწიე-მეთქი პატიმრებს, პატიმრებს ნუ აწამებთ-მეთქი. ასევე, სხვა თანამშრომლებს ვაფრთხილებდი, მაგრამ, ალბათ, ეს არ იყო საკმარისი და ისინი მაინც აგრძელებდნენ და აგრძელებენ აი, ამ საშინელებას. ვერაფრით ვერ გამართლდება ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს. ეს არის დანაშაული და უდიდესი ცოდვა წინაშე ღვთისა და ხალხის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ადამიანმა გააკეთა ეს საშინელება, უნდა მოინანიოს და თუ არ მოინანია, ეს ცოდვა გადადის თაობიდან თაობაზე. წინაპრების ცოდვა მოეკითხება შვილებს და შვილთა შვილებს. ცოდვა ეს ხორცმეტია. ცოდვა ამონავებს ადამიანს და საშიში მდგომარეობაა მაშინ, როცა ცოდვა ხდება შენთვის სასიამოვნო. როცა ადამიანი კმაყოფილდება და ურიგდება ცოდვას. ზოგიერთი ვერ გრძნობს ამ ცოდვების სიმძიმეს და იმართლებს თავს და პირიქით, ისეთი შემთხვევაც კი არის, რომ ამბობენ, არჩევნები გაივლის და მერე ჩვენ გიჩვენებთ, რასაც გავაკეთებთ. არიან უკვე ახალი პატიმრები, აპატიმრებენ ვინც აქტიურად ლაპარაკობს ამის შესახებ და მე მინდა, მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი, ახლად დაპატიმრებულები უნდა გამოუშვან, ასევე ავადმყოფები, იმიტომ, რომ ეს ქმნის ახალ ტალღას, წინააღმდეგობას, მტრობას", - ბრძანა პატრირქმა. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ ეკლესია დიდი ხანია, აყენებს საკითხს ციხეში ციხის მოძღვრის, - კაპელანის დანიშვნის შესახებ, რაც დღემდე არ არის დადებითად გადაწყვეტილი. მართალია, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში სასულიერო პირები ხშირად დადიან, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც მოძღვარს მეტი სოციალური დატვირთვა და ზედამხედველობის უფლება აქვს. "ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ნება დაერთოთ და მუდმივად დაგვენიშნა კაპელანები, მოძღვრები ციხეში და ამაზე უარი გვითხრეს. მე მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ დაიღუპება, გამოვა ამ მძიმე ცოდვებიდნ იმიტომ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია", - ბრძანა უწმინდესმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.