ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ახალ აეროპორტში კიევიდან პირველი ოფიციალური რესისი დაეშვა. "ბიზ ეარის“ თვითმფრინავის მგზავრი ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია იყო.
"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ქუთაისისთვის, შესრულდა პირველი დაბალ ბიუჯეტიანი რეისი კიევიდან-ქუთაისის მიმართულებით. არის ძალიან დიდი მოთხოვნა ბილეთებზე. ამიტომაც დეკემბრიდან კვირაში ხუთი რეისი შესრულდება. ზაფხულის სეზონზე კი ფრენები ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს. ყველა მგზავრმა ბილეთები 50 ევროზე უფრო იაფად შეიძინა", - აღნიშნა ქობალიამ.
მასალის გამოყენების პირობები