ფილიპინებზე ძალაში შევიდა კანონი კიბერდანაშა
ულის შასახებ - ადგილობრივი მედია და თავისუფლების დამცველები ეწინააღმდეგებიან ამ ფაქტს და აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ცენზურის შემოღებას ნიშნავს.
კანონის ავტორები ამტკიცებენ, რომ ის მიმართულია კიბერსექსის, პორნოგრაფიის და სპამის წინააღმდეგ.
თუმცა, კანონი ასევე კრძალავს ცილისწამებას. ინტერნეტში ცილისწამებისათვის კანონი ითვალისწინებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთას. კანონის ეს მუხლი ინტერნეტის ნებისმიერ საიტს გულისხმობს, მათ შორის Facebook-სა და Twitter ს.
ფილიპინების ხელისუფლებას ამიერიდან უფლება აქვს მომხმარებლის ექაუნთზე არსებული პირადი ინფორმაციის წვდომისა. ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონი ძირს უთხრის სიტყვის თავისუფლებას .
მასალის გამოყენების პირობები