თბილისობა 2012 დღეს დაიწყო და მომდევნო სამი დრის განმავლობასი გაგარძელდება.
5,6 და 7 ოქტომბერს თბილესებისთვის და არა მარტო თბილისელებისთვის არა ერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
5 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში "თბილისობა 2012" გასული საუკუნის ერთჯერადი პერიოდიკის საარქივო მასალის გამოფენით გაიხსნება.
დღესასწაულის -ის ფარგლებში იგეგმება "მულტიკულტურული საქართველოს" ეროვნული უმცირესობების კულტურული წეს-ჩვეულებების ჩვენება; ცნობილი ქართველი მხატვრების უცნობი ფოტოების კატალოგის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა მხატვრების ბაღში (მშრალ ხიდთან); საწნახელი; ანსამბლ "ერისიონის" კონცერტი; ავტოშოუ; ხილის და ჩაის ფესტივალი; გასეირნება ტივით მუსიკალური პროგრამის თანხლებით; ანსამბლ "რუსთავის" კონცერტი; ქართული მუსიკალური ჯგუფების კონცერტი (ხიდი, ME&MY MONKTY, SALIO, ZURGI); ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი; ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა ქვეყნის ფოლკორული მუსიკის კონცერტი.
"თბილისობა 2012" საპატიო თბილისელებისა და ლიტერატურულ კონკურს "გალას" გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება.
მასალის გამოყენების პირობები