Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/bidzo2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/bidzo2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/bidzo2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/bidzo2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ივანიშვილი ბიზნესმენებს ხვდება
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ბიზნესმენები კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად იკრიბებიან. შეხვედრაზე უკვე მივიდნენ კომპანია "ბორჯომის" ხელმძღვანელი ზაზა კიკვაძე, კომპანია "ვისოლის" ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე, "იუჯითის" ხელმძღვანელი გია ჭირაქაძე, "ოლიმპიური ვარსკვლავის" ხელმძღვანელი ზაზა რაზიკაშვილი, "რიკო კრედიტის" ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაიშვილი, "ბანკი რესპუბლიკას" ხელმძღვანელი ლაშა პაპაშვილი, "ჯიემთი ჯგუფის" ხელმძღვანელი გიორგი თავაძე, "ავერსის" ხელმძღვანელი პაატა კურტანიძე, აგრეთვე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ის უცხოელები, რომლებიც საქართველოში ბიზნესს აწარმოებენ. მათ შორისაა ფადი ასლიც.  სულ შეხვედრას კერძო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანია "ბაგრატიონი 1882"-ის დამფუძნებელმა,  ლევან ვასაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ცნობილი ბიზნესმენია და ესმის ბიზნესის პრობლემები. ვასაძის თქმით, მისთვის საინტერესოა,  აღნიშნულ შეხვედრაზე თავად ბიძინა ივანიშვილისგან მოისმინოს პროგრამა საქართველოში ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების შესახებ. "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ მისთვის საინტერესო იქნება ბიძინა ივანიშვილის შეხედულებები და პროგრამა ქართული ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც ცნობილია, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა პრესით გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ბენზინი 20 თეთრი გაიაფდება. აღნიშნული კითხვა ჟურნალისტებმა კომპანია "ვისოლის" ხელმძღვანელ სოსო ფხაკაძეს დაუსვეს. როგორც სოსო ფხაკაძემ განაცხადა, აღიშნულ კითხვაზე და სხვა საკითხებზე, რომლებიც ჟურნალისტებს აინტერესებთ, შეხვედრის შემდეგ გასცემს პასუხს.  შეხვედრის დასასრულს გააკეთებს კომენტარს თავად ბიზინა ივანიშვილიც  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.