Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/ivanishvilixarji1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/ivanishvilixarji1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/ivanishvilixarji1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/ivanishvilixarji1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი მზადაა ბიზნესმენებს პირადი კაპიტალითაც დაეხმაროს
ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრა დასრულდა. კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ბიზნესმენებს პირადი კაპიტალითაც დაეხმაროს. ამის შესახებ ივანიშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა. "სადაც დავინახავ და დავრწმნუნდები, რომ პერსპექტივაა, პირადი კაპიტალითაც დაგეხმარებით. ახლა ყველას არ გიცნობთ, მაგრამ, ჩვენ გაცნობისა და საუბრისთვის დრო გვექნება", - მიმართა ბიზნესმენებს ივანიშვილმა. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქვეყანში ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის უმთავრესი, სამართლიანობის განცდის აღდგენაა. "ვერ ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორი მომავალი უნდა ავაშენოთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამართლიანობის განცდა ქვეყანაში, აღდგეს საარბირტრაჟო სასამართლო. პოლიცია და პროკურატურა ხალხის სამსახურში ჩადგეს, მედია და ბიზნესი კი ქვეყნის ხელისუფლების ჩარევისგან განთავისუფლდეს. ესაა მთავარი, რათა აღორძინდეს ქვეყანა, ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ რეალური სამუშაო ადგილების შექმნა დასაქმების სამინიტროს არ შეუძლია და ეს ბიზნესმა უნდა გააკეთოს", - განაცხადა ივანიშვილმა და დაძინა, რომ კოალიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კერძო ქონების ხელყოფა არ მოხდეს. შეხვედრიდან გამოსული ბიზნესმენები აცხადებდნენ, რომ ივანიშვილთან შეხვედრა, მისი პროგრამა ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით საინტერესოა. დღევანდელ შეხვედრაში 100-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილეობდა, მათ შორის - "ვისოლის", "ბორჯომის", "იუჯისის", "ოლიმპიური ვარსკვლავის", "საქართველოს ბანკის" "რიკო კრედიტის", "ბანკი რესპუბლიკის", "თიბისი ბანკის", "ჯიემსი ჯგუფის", "ავერსის", კომპანია "ბაგრატიონის 1882"-ის, "ჯეოსელის", "ლილო მოლის", "გალფის" ხელმძღვანელი პირები და სხვები. ასევე, "ქორთიარდ მარიოტში" იმყოფებონენ უცხოელი ბიზნესმენებიც, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ. სულ შეხვედრას კერძო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. რამდენიმე მათგანმა, შეხვედრაზე მისულ პირთა სიმრავლის გამო, შეხვედრის ოთახში შესვლაც ვერ მოახერხა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.