მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იმ ქონების ჩამონათვალს ასახელებს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს და მის ოჯახს დაუყადაღდა. ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის , მისი მეუღლის, შვილების, დედის, მამის და ბებიის ქონება.
მისივე განმარტებით, დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია, ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; ბებიის მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი "ტოიოტა რავ" 4; ასევე გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; მეუღლის სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის "ჰონდა აკორდი".
მასალის გამოყენების პირობები