ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში ცვლილებებია. პრეზიდენტის ბრძანებულებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს კიდევ ერთი მოადგილე ემატება და ოთხი საშტატო ერთეულისგან შემდგარი პოსტი ხუთამდე იზრდება.
უქმდება საბჭოს აპარატში მოქმედი საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მრჩეველის თანამდებობა.
პრეზიდენტმა ბრძანებულებაში, რომლითაც ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში თანამდებობები და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება, შესაბამისი ცვლილება უკვე შეიტანა. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები