საზოგადოება
ნომინაციაში საუკეთესო რომანის ტიტული პრემია საბა გადაეცა ზვიად კვარაცხელიას
ლიტერატურული პრემია “საბა 2014″-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია საბა გადაეცა პოეტსა და მთარგმნელს დავით წერედიანს, ხოლო წლის საუკეთესო რომანის ტიტული მიიღო ზვიად კავრაცხელიას რომანმა “ფორმა N100″ (ინტელექტი). ამავე ნომინაციაში წარდგენილი იყვნენ: 1. აკა მორჩილაძე, მორიდებული ზურმუხტი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); 2. ეკატერინე ტოგონიძე, ასინქრონი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); 3. ლაშა ბუღაძე, Lucrecial 515 (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). ლიტერატურული პრემია საბა 2014-ის დაჯილდოება ლიტერატურული პრემია საბა 2014-ის დაჯილდოება ნომინაციაში საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა საბას პრემია გადაეცა გოგი გვახარიას წგინისთვის ცრემლიანი სათვალე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). თუმცა გოგი გვახარია დარბაზში არ იმყოფებოდა, რის გამოც ჯილდო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენელმა მიიღო. 1. ლევან ბრეგაძე, მოგზაურობა „ლე კოკაზ ილიუსტრეს“ ფურცლებზე (არტანუჯი); 2. იური ვაჩნაძე, საუბრები მუსიკაზე (ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“); 3. დავით ზურაბიშვილი, ესსეები (სიესტა); 4. ზურაბ კიკნაძე, სიტყვითა და საქმითა (ინტელექტი); 5. აკა მორჩილაძე, ქართულის რვეულები – XIX საუკუნის სურათები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); 6. ბექა ქურხული, ჩანაწერები 1998-2011 (საუნჯე); 7. მაკა ჯოხაძე, ჩაძირული დღესასწაული (ინტელექტი); 8. მალხაზ ხარბედია, მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან (დიოგენე). ნომინაციაში საუკეთესო პიესა პრემია საბა გადაეცა დავით გაბუნიას, პიესების კრებულისთვის. ამავე ნომინაციაში წარდგენილი იყვნენ: 1. ლაშა ბუღაძე, პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); 2. თეონა დოლენჯაშვილი, გაქცევა (ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“); 3. ირაკლი სამსონაძე, კომედიიდან ტრაგედიამდე აბსურდის ბილეთით (ინტელექტი). ლიტერატურული პრემია საბა 2014-ის დაჯილდოება ლიტერატურული პრემია საბა 2014-ის დაჯილდოება წლის საუკეთესო პროზაული კრებულისთვის საბას პრემია გადაეცა არჩილ ქიქოძეს კრებულისთვის “ჩიტის და კაცის ამბავი” (სიესტა); ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყვნენ: 1. დიანა ანფიმიადი, პირადი კულინარია (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); 2. ბაჩო კვირტია, ტასმანიური ვეფხვი (საუნჯე); 3. ირმა ტაველიძე, აღმოსავლეთის გამოგონება (დიოგენე); 4. ბექა ქურხული, ქალაქი თოვლში (სიესტა). საუკეთესო პოეტურ კრებულად საბას ჟიურის წევრებმა მიიჩნიეს ეკა ქევანიშვილის “სახლის გაყიდვა”. (საუნჯე). 1. სალომე ბენიძე, ამბავი უძინართა (ინტელექტი); 2. ბათუ დანელია, სიყვარული ბალასტია (დიოგენე); 3. გიორგი ლობჟანიძე, არაბულის მასწავლებელი(საუნჯე); 6. გაგა ნახუცრიშვილი, ორი ათას 13 (სიესტა); საუკეთესო თარგმანისთვის საბას პრემია მიიღო გიორგი გოკიელმა ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“ თარგმანისთვის (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). ნომინაციაში წარდგენილი ასევე იყვნენ: 1. ია ბერსენაძე – ორჰან ფამუქის „გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი“ (დიოგენე); 2. დავით კაკაბაძე – არტურ შნიცლერის „ბენეფისი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); 3. დავით კახაბერი – მიშელ უელბეკის „რუკა და ტერიტორია“(ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); 4. გიორგი ლობჟანიძე – თანამედროვე სპარსული დრამატურგია(არტანუჯი); 5. ზვიად რატიანი – ტომას სტერნზ ელიოტის „უნაყოფო მიწა“(დიოგენე); 6. ქეთი ქანთარია – ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომი“(დიოგენე); 7. ნინო ქაჯაია – ჯულიან ბარნსის „ფლობერის თუთიყუში“(დიოგენე); 8. ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე – რადიარდ კიპლინგის „კიმი“(დიოგენე); 9. ნანა ჯანაშია – ორჰან ფამუქის „შავი წიგნი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა). ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოურენოვანი თარგმანისთვის დაჯილდოვდა დონალდ რეფილდი ოთარ ჭილაძის “ავალონის” ინგლისური თარგმანისათვის. ლიტერატურული პრემია საბა 2014-ის დაჯილდოება ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი ჯილდო ორად გაიყო. ლია ლიქოკელი დაჯილდოვდა პოეტური კრებულისთვის, ხოლო პროზაული კრებულისთვის – Toresa Mossy წიგნისათვის “სიბრძნე სიცრუისა” (პალიტრა L); საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის სხვა ნომინანტები იყვნენ: 1. ლაშა მილორავა, ბაბუა ბუკოვსკი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); 2. რუსუდან რუხაძე, ჩაისთან მოსაყოლი ამბავი (ინტელექტი); 3. ანინა ტეფნაძე, ჩემი შეყვარებულის შეყვარებული (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); 4. თორნიკე ჭელიძე, კონცენტრიკული წრეები (ინტელექტი); 5. გურამ ჯახუტაშვილი, თევზის ოთახი (სიესტა). ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა დაჯილდოვდა თამაზ კვაჭანტირაძე, წიგნისთვის “განსჯანი” (გამომცემლობა “ილიელი”). ამავე ნომინაციაში წარდგენილი იყვნენ: 1. ამირან გომართელი, კლასიკოსების ფარული მხატვრული პოლემიკა (უნივერსალი); 2. ნონა კუპრეიშვილი, სიტყვის დეგუსტაცია (საუნჯე). საბას ჟიურის წევრები, რომელთა ვინაობა დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე გასაიდუმლოებული იყო, შედიოდნენ მწერალი ანდრო ბუაჩიძე, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი, დრამატურგი მანანა დოიაშვილი, მწერალი ბასა ჯანიკაშვილი და პუბლიცისტი ბიძინა მაყაშვილი. წელს „საბას“ რიგით მე-12 საზეიმო დაჯილდოებაზე გაიმართა, პრემია გაიცა 10 ნომინაციაში. საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს. წყარო:www.netgazet.ge
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.