საზოგადოება
დიმიტრი ხუნდაძე - მედიკამენტების გაძვირების საფუძველი არ არსებობს
რეცეპტის გამო მედიკამენტების გაძვირების საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა. როგორც დეპუტატი აცხადებს, მედიკამენტის მისაღებად მოქალაქე ექიმთან მიდის და მასთან ვიზიტში თანხას არ იხდის. ხუნდაძის განმარტებით, მეორე ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტისთვის დაქვემდებარება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს ფარმაცევტულმა კომპანიებმა, როცა მოქალაქეებს მიმართეს, თითქოს წამლების დეფიციტი იქნებოდა და წინასწარ შეეძინათ. "მედიკამენტების რეცეპტით გაცემა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – აღმოიფხვრას სააფთიაქო ნარკომანია და დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეები პრეპარატების არამიზნობრივი მიღებისაგან", - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძემ. 1-ელი სექტემბრიდან მედიკამენტების ნაწილი რეცეპტით გაიცემა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები