Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/shenoba13.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/shenoba13.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/shenoba13.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/shenoba13.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
შსს - დაცვის პოლიციის არც ერთი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებული არ არის
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის სალომე მახარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს, სინამდვილეს არ შეესაბამება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სალომე მახარაძემ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მერიის ობიექტების დაცვასთან დაკავშირებით შსს-სა და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა, არც ერთი თანამშრომელი არ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან. მისი თქმით, პირები, რომლებიც მერიის ობიექტების დაცვაზე მუშაობდნენ, სხვადასხვა დაცვის სამსახურებში გადანაწილდებიან. ამასთან, სალომე მახარაძის განცხადებით, დაცვის პოლიციის თანამშრომლების ნაწილი მერიის შეთავაზებას დასთანხმდა და მუშაობას მერიის ახლად შექმნილ უსაფრთხოების სამსახურში გააგრძელებს. დაცვის პოლიციის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. თანამშრომლების ცნობით, პოლიციელებთან დღეს დილით მერიის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც განუცხადეს, რომ ახლად შექმნილ უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში უნდა გადასულიყვნენ. როგორც თავად დაცვის პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, მათ ეს წინადადება არ მიიღეს, რადგან სახელმწიფო სამსახურიდან კერძო სამსახურში გადასვლა არ სურთ. თანამშრომლების ნაწილი ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფება და შს მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ხელი მოაწერა დებულებას, რომელიც დედაქალაქის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.