50 უკრაინელი ბავშვი ,27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის, ჩათვლით აჭარაში დაისვენებს. ჯგუფი დაკომპლექტებულია აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში და კიევში "მაიდანზე" დაღუპულთა შვილებით. ბავშვები ქობულეთში სასტუმრო "რესანდაში" განთავსდებიან. მათთვის შედგენილია სპეციალური პროგრამა, რომელიც აჭარის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას, ისტორიული ძეგლების მონახულებას, გასართობ ცენტრებში სტუმრობას, სპორტული შეჯიბრებების ჩატარებას, ქართველ თანატოლებთან შეხვედრებს და დამეგობრებას ითვალისწინებს. ქართული მხარის უკრაინელი პარტნიორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "მოწყალების ქვეყანა". სულ მიმდინარე წელს საქართველოში ამ ორი ფონდის თანამშრომლობის შედეგად სავარაუდოდ 300 უკრაინელი ბავშვი დაისვენებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები