საზოგადოება
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მედიის თავისუფლების მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის,  მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა. კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა მოლდოვა, მესამეზე კი - უკრაინა , რომელმაც გასულ წელთან შედარებით პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და უკან ჩამოიტოვა სომხეთი. შემდეგ პოზიციაზე არიან აზერბაიჯანი და ბელორუსი. საქართველო, ამავე კვლევაში, გასულ წელსაც პირველ ადგილზე იყო.  კვლევა "მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ ნახევარს მოიცავს და შეფასებულია მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების დონე.  კვლევის თანახმად შეფასების კრიტერიუმებია: პოლიტიკური კონტექსტი (კონსტიტუციით მინიჭებული მედიის თავისუფლებისა და უფლებების დონე), არსებული პრაქტიკა (მედიის თავისუფლების შეზღუდვა), მათ შორის თავდასხმები, მუქარა და დაკავებები, გამოძიებები, ინფორმაციაზე წვდომის კუთხით ცენზურა და თვითცენზურა; წვდომა მაუწყებლობაზე; წვდომა ინტერნეტზე. 
კვლევის ფარგლებში 60 მედიაექსპერტი გამოიკითხა. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.