საზოგადოება
„გოსფილმოფონდი“ ქართულ ფილმებს გადმოსცემს
საქართველოს კულტურის სამინისტროში ხელი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს მოეწერა, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდი „გოსფილმოფონდი“ საქართველოს 1916 წლიდან 1990 წლამდე გადაღებულ და ფონდის არქივში დაცულ ქართულ ფილმებს გადმოსცემს. მემორანდუმს ხელი საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ბოროდაჩევმა მოაწერეს. „გოსფილმოფონდი“ წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს არქივს, რომელშიც დაცულია ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი, თითქმის ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს კინოშედევრებიც. ინიციატივა ფილმების ქართული მხარისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 90-იან წლებში გაჩნდა, თუმცა ქართველი კინემატოგრაფისტების დიდი ძალისხმევისა და მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, რიგი მიზეზების გამო ამ დრომდე ვერ განხორციელდა. კულტურის მინისტრის განცხადებით, ფილმების სრული სია ქართულ მხარეს უკვე გადმოეცა. „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას 5 წელი დასჭირდება. ფილმებს ქართული მხარე პოზიტივის ფორმატით მიიღებს, რაც მათი ნებისმიერ ციფრულ ფორმატზე გადაყვანის შესაძლებლობას და ამ გზით, საქართველოში საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტის კინოარქივის შექმნის საშუალებას იძლევა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.