ორშაბათს სტოქჰოლმში მიმდინარე წლის პირველი ჯილდოს მფლობელებს გამოაცხადებენ ფიზიოლოგიისა და მედიცინის სფეროში, ხოლო სამშაბათს - ქიმიის სფეროში.
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ვინაობა 10 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
უკანასკნელის მთავარ ფავორიტად რომის პაპი ფრანცისკი მიიჩნევა. ბუკმეკერების პოტენციური კანდიდატების სიაში ასევე არიან გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი, აშშ-ის დაზვერვის ყოფილი კონტრაქტორი ედვარდ სნოუდენი, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი ქეთრინ ეშთონი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი-ბილ კლინტონი.
მასალის გამოყენების პირობები