მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 14 აფთიაქი დააჯარიმა, მათ ნაწილს კი ლიცენზია შეუჩერა. მონიტორინგის შედეგები მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს დღეს ჯანდაცვის მინისტრმა გააცნო.
დავით სერგეენკომ კომპანიებს ის ცვლილებებიც წარუდგინა, რომლებიც ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა ნუსხაში განხორციელდა.
დღეიდან 9 პრეპარატი დაემატა იმ წამლების ჩამონათვალს, რომლებიც აფთიაქებში გადაუდებელი დახმარების ყუთში ინახება. ეს არის ალერგიის, დიაბეტისა და წნევის სამკურნალო საშუალებები, რომელთა გაცემაც ურეცეპტოდ განსაკუთრებული შემთხვევებისას უნდა მოხდეს. ფარმაცევტული დაწესებულება უფლებამოსილია, გადაუდებელი მდგომარეობის დროს გასცეს წამლის ერთჯერადი დოზა.
მასალის გამოყენების პირობები