საზოგადოება
სოზარ სუბარმა ონში დევნილ ოჯახებს ბინები გადასცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ონში, 8 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადასცა. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, ონში, ბააზოვის ქ. N1-ში მდებარე ყოფილი პოლიციის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და საცხოვრებლად გადააკეთა. ონის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართის მისაღებად, დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოს 33-მა აპლიკანტმა მიმართა, საიდანაც დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 8 დევნილი ოჯახი შეირჩა. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ბინით ის დევნილი ოჯახები დაკმაყოფილდნენ, რომლებსაც ყველაზე რთულ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება. მომავალ წელს კი ონში დევნილთა განსახლების პრობლემა აღმოიფხვრება. „8 ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა და მომავალ წელს იმედი გვაქვს, რომ ონის თემას საერთოდ დავხურავთ. მყარი შენობაა და ხარისხიანად არის გარემონტებული. მინდა ყველა დევნილს მივულოცო და ვუსურვო ახალ ბინებში ბედნერად ცხოვრება და რაც მთავარია მალე დაბრუნება საკუთარ სახლ-კარში. ეს არის ყველა ჩვენგანის მთავარი ამოცანა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ყოფილი პოლიციის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „სითი ბილდერმა“ ჩაატარა. შენობაში 8 ბინაა, აქედან 2-სამოთახიანი, 4-ოროთახიანი და 2-ერთოთახიანი. მინისტრი და მისი მოადგილეები ონში ვიზიტისას დევნილებსაც შეხვდნენ და ყოფილი საავადმყოფოს შენობა დაათვალიერეს, რომელსაც შესაძლებელია დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.