"გრემის" მფლობელი ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტი უკვე საქართველოშია. იგი თბილისში დღეს, სახელოვნებო ინდუსტრია ,,არტპალასის" ოფიციალურ პრეზენტაციას გახსნის.
კრის ბოტი კომპანიის პრეზიდენტ გია ანდღულაძესთან, პაატა ბურჭულაძესა და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად საზეიმოდ გახსნის ,,არტპალასის" შენობას.
"არტპალასის" მიზანია საქართველოს კულტურული ცხოვრების ახლებური განვითარება, შემოქმედებით თაობათა ურთიერთკავშირი, ხელოვნებისა და ბიზნესის ინტერესთა ჰარმონიზაცია და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის მოპოვება, რაც გულისხმობს: საერთაშორისო პროექტებში აქტიურ მონაწილეობას, მსოფლიოში აღიარებული სახელოვნებო საგანმანათლებლო სისტემის დანერგვას, ასევე - განათების მხატვართა, ხმის რეჟისორთა, წამყვანთა და სხვა კვალიფიციური კადრების მომზადებას. ქვეყნის საუკეთესო შემოქმედებითი ძალების კონცენტრირებას, ახალგაზრდა თაობისათვის შემოქმედებითი ცენტრის შექმნას", - აცხადებენ კომპანიაში.
მასალის გამოყენების პირობები