საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს "კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა"-ს დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება შესრულდება.
დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დღეს, 10:00 საათზე დაიწყებს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, მომლოცველებისთვის საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან მცხეთაში დღეს, 08.00 საათიდან ავტობუსები გავა.
დღესვე, 12:00 საათზე მცხეთასთან დაძმობილებული თურქული ქალაქების ხელმძღვანელებთან მცხეთის მერიაში შეხვედრა გაიმართება. 13:00 საათზე კი სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე სამ ლაზს საპატიო მოქალაქის წოდებას მიანიჭებენ და მათ პატრიარქი დალოცავს. დაგეგმილია ასევე მცხეთაში ლაზური სახლის გახსნა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმინდა მოციქულთა სწორის, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს _ ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები