საზოგადოება
ხვალიდან გამოიდარებს

20 ოქტომბრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს და მომდევნო დღეების განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.  როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა განაცხადა, ამაღამ როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი და ძლიერი ქარი.

,,დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ძლიერი ქარი კვლავ შენარჩუნდება, ხოლო ღამით როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში მოთოვს და შენარჩუნდება დასავლეთის გაძლიერებული ქარი. 20 ოქტომბრიდან, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, იქნება უმეტესად უნალექო ამინდი და ქარის სიჩქარეც შემცირდება", - განაცხადა  ნონა ელისაშვილმა.

მისივე განცხადებით, 20 ოქტომბერს დღის საშუალო ტემპერატურა, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და დაბლობში 11-16 გრადუსამდე შენარჩუნდება. რაც შეეხება დედაქალაქს აქ ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.