გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროს დოდო გვაზავას თქმით, 26-27 ოქტომბერს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტემპერატურის კლება და ნალექია მოსალოდნელი.
"შაბათიდან საქართველოში ამინდი შეიცვლება, ამინდს არქტიკული ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი და ნოტიო ჰაერის მასების ურთიერთქმედება განაპირობებს.
შაბათს, 25 ოქტომბერს უმეტეს რაიონში დროგამოშვებით იწვიმებს, ნალექიანი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში დაიკლებს და მაქსიმალური ტემპერატურა 8-11 გრადუსი იქნება. მაღალმთიან რაიონეში კი თოვლია მოსალოდნელია. დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.
მასალის გამოყენების პირობები