პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ნიგვზიანის ინციდენტს განიხილავენ. დეპუტატები დაპირისპირებულ მხარეებს შეხვდებიან.
ეკა ბესელიას აცხადებს, რომ პრობლემა დიალოგის გზით და ცივილურად უნდა მოგვარდეს.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი სოფელ ნიგვზიანში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერთმანეთს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში მცხოვრები მართლმადიდებელი და აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები - ქართველი მუსულმანები დაუპირისპირდნენ.
ადგილობრივები აჭარიდან ჩასახლებულ მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ აძლევდნენ. პრობლემის მოსაგვარებლად ნიგვზიანში საქართველოს სამუსულმანო სამმართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძე ჩავიდა. მასთან ერთად იმყოფებოდა "სრულიად საქართველოს მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძეც. აღნიშნულ ფაქტს საქართველსო პრეზიდენტი სპეციალური გაცხადებით იმავე დღეს გამოეხმაურა.
მასალის გამოყენების პირობები