გაფიცული მაღაროელები თანამშრომლებს "ჭიათურმანგანუმის" ადმინისტრაციულ შენობაში დილიდან არ უშვებენ.
აქციის მონაწილეებსა და კომპანიის თანამშრომელთა დაპირისპირების ფონზე კი ითხვისის მაღაროში აქცია გრძელდება. მაღაროში ქალებიც იმყოფებიან, ერთი მათგანი ფეხმძიმეა.
მაღაროელები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ითხვისის მაღაროში უკვე 22 დღეა მჯდომარე აქციას მართავენ. მათი ძირითადი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების გაზრდაა.
მათ მოთხოვნების შესახებ წერილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც გაუგზავნეს და მისგან რეაგირებას ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები