Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/a16198.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/a16198.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/a16198.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/a16198.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ფინანსთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ფინანსთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცახდება თბილისის მერიის სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. “20 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის საკრებულომ, დაჩქარებული წესით დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამოიღო აღნიშნული პროგრამებისთვის გათვალისწინებული ხარჯები. თბილისის მერიამ სადაზღვევო კომპანიებს ოფიციალური წერილით მიმართა სადაზღვევო ხელშეკრულებების ნაადრევად შეწყვეტის თაობაზე და მიზეზად თანხების უქონლობა დაასახელა. ეს იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქის ბიუჯეტისთვის წლის განმავლობაში, ტრანსფერის სახით გამოყოფილი 450 მილიონი ლარიდან დედაქალაქს ცხრა თვის მანძილზე ათვისებული ჰქონდა 75%. აქედან, ჯანდაცვის პროგრამებზე გათვალისწინებული იყო 30 მილიონი ლარი, 9 თვის განმავლობაში მერიას დახარჯული ჰქონდა 17 მილიონი ლარი, შესაბამისად, დარჩენილი იყო 13 მილიონი ლარი; სოციალური პროგრამებისთვის განკუთვნილი 52 მილიონი ლარიდან, დახარჯული იყო 30 მილიონი ლარი, დარჩენილი კი, 22 მილიონი. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებისათვის გამოყოფილი 35 მილიონიდან ათვისებული იყო 20 მილიონი ლარი და დარჩენილი რეზერვი შეადგენდა 15 მილიონ ლარს. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 19 დღის შემდეგ, მაშინ, როცა მიმდინარეობდა ხელისუფლების გადაბარების პროცესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხები გადაბარების პროცესის მიმდინარეობისას, არც ერთ შეხვედრაზე, მათ შორის, არც ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე არ დასმულა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერ გაიცემა აღნიშნული თანხა, რადგან კანონში 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ ასეთი მუხლები გათვალისწინებული არ არის. ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამ ვალდებულების ასაღებად არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჩვენი პოზიცია უცვლელია, რომ აღდგეს თბილისის ბიუჯეტი ძველი პარამეტრებით და დაუბრუნდეს 18 ოქტომბრისათვის არსებულ სტატუსქვოს, თბილისის მერიამ შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც აქვს აღებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე”,- ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.