პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ადმინისტრაციისთვის ხარჯების შემცირების გამო, იძულებული გახდა განათება გამორთოს. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელდა.
"იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ბიუჯეტის მიხედვით დაფინანსება შეუმცირდა მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მიგვემართა იძულებითი ღონისძიებებისათვის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება, გარდა დაცვისათვის განკუთვნილი პერიმეტრისა, რომელიც უსაფრთოეხობის უზრუნველსაყოფად აუცილებლობას წარმოადგენს, გამოგვერთო.
ძირითადი ხარჯები ეხება გარე განათებას, რაც, თავის მხრივ, ჩვენი დედაქალაქის გალამაზებას ემსახურებოდა, მაგრამ ახალი ბიუჯეტის გამო, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს, იძულებულები ვართ, განათება გამოვრთოთ", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები